სოფო ქაცარავა სავარაუდოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უხელმძღვანელებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარტიის ახალ სახე სოფიო ქაცარავა მოიაზრება.

ქაცარავა 2005-2016 წლებში დიდი ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. მას დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმიტი საქართველოს და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გაწეული სამსახურისთვის დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენს (MBE) გადასცემს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის კომიტეტს მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ კი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა მოიაზრება.

საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები დაწყებულია და მიმდინარეობს თანამდებობების გადანაწილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button