ლტოლვილებმა გერმანიაში მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს [Video]

სოციალურ ქსელებში ჩხუბის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც სირიელმა და ლიბანელმა ლტოლვილებმა დორტმუნდის მიგრანტთა და ლტოლვილთა ცენტრში მოაწყვეს.

პოლიციის მონაცემებით, ჩხუბში 14-დან 37 წლის ასაკამდე 8 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ერთი ქალიც იყო, – გვაცნობებს Rheinische Post.

სამართალდამცველებმა 3 ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს. კონფლიქტის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. 5 ადამიანი უმნიშვნელო ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button