მნიშვნელოვანისიახლეები

სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს 300-ლარიან სამსახურს შესთავაზებენ

1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს 300-ლარიან სამსახურს შესთავაზებენ. მთავრობის სხდომაზე მან თქვა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელი 600 ათასი ადამიანიდან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია.
მანვე აღნიშნა, რომ მათი პროგნოზის მიხედვით, დასაქმდება 200 ათასზე მეტი ადამიანი.

ამ ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად 22 ნოემბერს ისაუბრა საქართველოს მთავრობის სხდომაზე. მაშინ მან თქვა, რომ დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს მუშაობა, იმის შიშით, რომ სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას.

ირაკლი ღარიბაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button