მნიშვნელოვანიმოზაიკა

სოციალური კამპანია: ჩვენ გვიყვარს გუდაური

გუდაურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კაფე “ქუბის” დამფუძნებლებმა სოციალური კამპანია წამოიწყეს: ჩვენ გვიყვარს გუდაური !!!

როგორც რადიო თბილისს ბექა ბარდაძემ, “ქუბის” დამფუძნებელმა განუცხადა, აქციით ქუბელები ცდილობენ მსოფლიოს აჩვენონ, რომ გუდაური უყვართ.

” ყველას ვისაც გუდაური უყვარს შაბათს 3 საათზე მეორე საბაგიროს თავზე ქუბში ველოდებით , ბევრნი უნდა ვიყოთ ყველა ერთად უნდა ჩავერთოთ სოციალურ ქსელში ლაივით და ვაჩვენოთ მსოფლიოს რომ ჩვენ არ გვეშინია, და გვიყვარს გუდაური ! საღამოს ჩირაღდნებით სასრიალოდ ვემზადებით ! ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მთაში მაქვს გატარებული , კარგად ვიცი რა სჭირდება მთას რომ განვითარდეს, ის რაც გუდაურში მოხდა მსოფლიოს ნებისმიერ მთის კურორტზე შეიძლება მოხდეს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაადგენს მომხდარის მიზეზს, მანამდე კი ჩვენ ყველას ვისაც გვიყვარს გუდაური ვიკრიბებით იმის სათქმელად რომ გვიყვარს გუდაური”

„ქუბის“ კუთვნილი კაფე, გუდაურში 3030 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ტურისტულ სეგმენტს ემსახურება.კომპანია “ქუბი”, რომლის დასახელებაც მოხევურად ,,ჟოლოს„ ნიშნავს, მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა. მისი დამფუძნებლები ნინო ხაჟომია და ბექა ბარდაძე არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button