მსოფლიოსიახლეები

ვენესუელაში ციხის ბუნტს 46 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში, პორტუგესას შტატში ციხის ბუნტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის, ციხის დირექტორი. შტატის ეროვნული ასამბლეის წევრის, მარია ბეატრის მარტინას ცნობით, გაქცევის მცდელობისას პატიმრებმა ხელყუმბარა ააფეთქეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 1 პოლიციელი დაშავდა.

ოფიციალური წყაროები ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ციხეში ბუნტის შესახებ 2 აპრილს გახდა ცნობილი. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია 17 დაღუპულის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button