მნიშვნელოვანისიახლეები

სოციალური პროტესტის ტალღა ქვეყანაში

საპროტესტო ტალღა დედაქალაქსა და რეგიონებში – სოციალური პროტესტის ეპიცენტრი, თბილისი, ბათუმი და ქუთაისია.

მოქალაქეები, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები გაზრდილ ტარიფებსა და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ თბილისში, მარეგულირებელ კომისიასთან და ივანიშვილის ბიტკოინების ქარხანასთან გლდანში.

ასევე აჭარის მთავრობის სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, 2012 წელს 1 კვტ 11 თეთრი ღირდა, 2022 წელს კი 1 კვტ 26,5 თეთრია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ძველ ნიშნულზე დააბრუნონ, რადგან მოსახლეობა გაზრდილ ტარიფს ვერ იხდის.

მათი განცხადებით, ტარიფის ზრდა ქვეყანაში მაღალჩინოსნების კრიპტოვალუტის ფერმებს უკავშირდება. “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მოუწოდებს ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს და ელექტროენერგიის გადასახადზე სუბსიდირება მოხდეს.

„ქვეყანაში ურთულესი მდგომარეობა გვაქვს და უნდა ვუშველოთ. ვისაც უჭირს გადასახადის გადახდა სუბსიდირება უნდა მოხდეს”,- აცხადებს გიორგი კირთაძე.

ქუთაისის მერიის შენობის წინ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებს აპროტესტებენ.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის მოსახლეობა არის მიტოვებული და ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.

შუშანია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას მიმართავს წერილით, სადაც ითხოვს პასუხს, თუ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასრულდა სუბსიდირების პროგრამა, რის გამოც მოსახლეობას გაძვირებული ტარიფებით უწევთ კომუნალურების გადახდა.

მთავრი მოთხოვნაა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომლიც დაადგენს ფასების ზრდის გამომწვევ მიზეზებსა და გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს.

სემეკში დღეს სპეციალურ განცხადებასაც შეიტანენ და საგანგებო სხდომის ჩანიშვნას მოითხოვენ.

დიმიტრი ბიძინაშვილის ლევან ხაბეიშვილის, ვასო ურუშაძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button