სოციალური საწარმოები პანკისში და მედია ტრენინგი [Photo]

„საგანმანათლებლო ცენტრი“, „შეზღუდული შესაძლებლობის ახალგაზრდობის ცენტრი“ და „შინ მოვლის ცენტრი“ რომელიც მოხუცებისთვის არის განკუთვნილი პანკისის ხეობაში გერმანული ორგანიზაციის „არბაიტერ სამარიტერ ბუნდი“–ს დახმარებით შეიქმნა.

ორგანიზაციამ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს ეს საწარმოები დაათვალიერებინა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

საწარმოების დათვალიერებამდე თელავში გაიმართა მედია ტრენინგი, რათა ცნობილი გამხდარიყო სოციალური საწარმოების საქმიანობა.

როგორც სოციალური მეწარმეობის პროგრამის კოორდინატორმა და ტრენერმა კონსულტანტმა ეკა დათუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული სოციალური საწარმოები არის ბიზნესი, რომელიც მიმართულია სოციალური პრობლემების აღმოსაფხვრელად და რომლის მიზანი არ არის მოგების ზრდა მეწილეებისთვის და მფლობელებისთვის.

გერმანული ორგანიზაცია „არბაიტერ სამარიტერ ბუნდ“–ი 2014 წლიდან აფინანსებს სოციალურ საწარმოებს პანკისში.

პროექტის დასრულების შემდეგ თუ საწარმოებმა დონორი ორგანიზაციები ვერ მოიძია, შესაძლოა დაიხუროს.

როგორც რადიო „ჰერეთს“ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იზა ბექაურმა განუცხადა, მუშაობენ ადგილობრივ თვითმართველობასთან, რომ საწარმოები არ დაიხუროს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”19667″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button