სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ამის შესახებ სოციალური მუშაკების ნაწილმა განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მათი ინფორმაციით, გაფიცვა დღეიდან წყდება. როგორც სოცმუშაკებმა განაცხადეს, მათ პროფესიული კავშირის შექმნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
მათივე ინფორმაციით, შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე: სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან, ასევე, სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება.
სოციალური მუშაკები ერთი კვირიის განმავლობაში იყვნენ
გაფიცული. გასულ კვირაში ისინი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სოცმუშაკებს ხელფასი 2020 წლიდან გაეზრდებათ. სამინისტრომ გაფიცული სოციალურ მუშაკების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით 4-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. სოცმუშაკები შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.