სოცქსელებში Samsung Galaxy S8-ის ვიდეო გამოაქვეყნეს [Photo/Video]

სოცქსელებსა და პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench-ზე Samsung Galaxy S8-ის საფლაგმანო სმარტფონის ვიდეო გამოაქვეყნეს.

აღნიშნულ რგოლში კორეული წარმოების შავი ფერის სმარტფონის დემონსტრირება პირველად მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ სმარტფონს ფიზიკური ღილაკი Home არ გააჩნია.

კორეელებმა ფლაგმანების ორი კატეგორია გატესტეს. უმცროს მოდელს Samsung SM-G950U ეწოდება, ხოლო უფროსს – Samsung SM-G955U.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ფლაგმანის უმცროსმა მოდელმა ერთბირთვიან ტესტში 6011 ქულა მოიპოვა, ორბირთვიანში კი 6011. ხოლო უფროსმა მოდელმა, შესაბამისად, 1929 და 6084 ქულა.

[print_gllr id=54694]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button