ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის დარბაზს გაუჩნდა, საიდანაც ჭერში გავრცელდა და 400 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო.

შენობაში რამდენიმე ორგანიზაციის ოფისი იყო განთავსებული, მათ შორის სოციალური საწარმო, რომლის ინვენტარიც განადგურდა.

ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა კი შენობა მთლიანად დააზიანა. ცეცხლის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი, ბავშვების დაუდევრობით გაჩნდა. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button