მნიშვნელოვანირეგიონი

სოხუმის დაცემის დღე კახეთშიც გაიხსენეს

სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავზე,საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირები თელავშიც გაიხსენეს.

27 სექტემბერს, ქვეყნის ერთიანობისავის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთში დაღუპული ჯარისკაცის, დავით შიომღვდლიშვილისა და ტამიშის გმირების საფლავებზე იმყოფებოდნენ.

,,დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღეა. მე მჯერა, რომ საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს უახლოეს მომავალში დავიბრუნებთ და ამ ჯარისკაცების თავგანწირვა უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის”- განაცხადა რადიო ჰერეთთან თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

 

ომის ვეტერანებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალიც ყვავილებით შეამკეს.

ხსოვნის ღონისძიებაში, საქართველოს ეროვნული გვარდიის, მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ.

აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button