მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

Space X-ის ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა

19-საათიანი ფრენის შემდეგ, ისტორიაში პირველი კერძო ხომალდი, რომლითაც ადამიანები კოსმოსში გაფრინდნენ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Space X-ის ხომალდი Crew Dragon, რომლის ბორტზეც ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან, სადგურს თბილისის დროით, 18 საათსა და 16 წუთზე მიუერდა.

Crew Dragon-მა სტარტი 30 მაისს, კანავერალის კონცხიდან აიღო. 2011 წლის შემდეგ, ეს ამერიკიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევაა. სტარტის განხორციელების პირველი მცდელობა 28 მაისს, უამინდობის გამო გადაიდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button