“სპეოპერაციისას ლიკვიდირებული პირების იდენტიფიცირება არ მომხდარა”

პროკურორის განცხადებით, სპეოპერაციისას ლიკვიდირებული პირების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა და შესაბამისად, მათი ვინაობა გამოძიებისთვის უცნობია.

როგორც საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ თქვა, კვლავ ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ექსპერტიზები.

მედია დაინტერესდა არის თუ არა ლიკვიდირებულ პირთა შორის ახმედ ჩატაევი, რაზეც პროკურორმა აღნიშნა, რომ ამაზე პასუხს ვერ გასცემს, ვინაიდან გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button