კრიმინალისაქართველოსიახლეები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი დაჭრეს

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად მიხანაშვილი წყნეთში ორ პირთან ერთად დაჭრეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანების, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ზვიად მიხანაშვილმა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 31 მარტს დატოვა. ის უწყებაში სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. სანამ პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეუერთდებოდა, ზვიად მიხანაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button