მნიშვნელოვანისიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას

პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.მათ მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.

კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები”, – განაცხადეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.

ცვლილება 20 კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი და ალუდა ღუდუშაური.

ამ სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იყო იმ ცხრა დავალებიდან, რომელთა საფუძველზეც ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ეს უწყება აგებს პასუხს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.

ე.წ. ცხრა დათქმიდან მეშვიდეში ევროკომისიამ ჩაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ უწყების შესახებ კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით უნდა შეცვალოს.

არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მანდატით აღჭურვილი უწყება – სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური – 2019 წელს შეიქმნა.

2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ნაჩქარევად მიღებული კანონის საფუძველზე, 2022 წლის 1 მარტს თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ჩამოყალიბებამდე სამოხელეო დანაშაულებს საქართველოს პროკურატურა იძიებდა, მათ შორის მაშინაც კი, თუ კანონდამრღვევი პროკურორი იყო. დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბების მიუხედავად, „პროკურატურის ხელი“ არსად წასულა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პროკურატურის ნებართვა (შუამდგომლობა) სჭირდება:

იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში ჩხრეკა და მტკიცებულებების ამოღება სჭირდება;
იმ მოწმის სასამართლოს წინაშე გამოსაკითხად, რომელმაც ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარი თქვა;
112-დან კამერების ჩანაწერების გამოსათხოვად;
სხვისი ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების დროს;
„რეალურად, ერთადერთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პროკურატურის გარეშე შეუძლია ჩაატაროს, ამოცნობაა“, – ამბობდა ლონდა თოლორაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში შარშან. იგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამი წელი ხელმძღვანელობდა.
ბოლო თვეების განმავლობაში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ათეულობით საჩივარია შესული პროევროპულ აქციებზე სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე არცერთი ასეთი საქმე გამოძიებული არ არის, არ არის გამოვლენილი არცერთი სავარაუდო ბრალდებული.

არ არის გამოძიებული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც.

პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.

ამას 26 კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებების მიხედვით, დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.

ინიციატივით, ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასა და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებსა და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონის პროექტებით, ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასთან და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებთან და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები: – ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button