მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“სპეციალური სამხედრო ოპერაცია” გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი თავდაპირველად დასახულ მიზანს არ მიაღწევს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ NATO-ს ქვეყნები უკრაინას აწვდიან მძიმე იარაღს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიშის მისატანად, ხოლო სადგურის კრიტიკული კვანძების შესახე კოორდინატები ვაშინგტონიდან მოდის.

“რადიაციული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინელი ნაციონალისტების მიერ NATO-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული მძიმე იარაღიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კრიტიკული ობიექტების დაბომბვა, სამიზნეების აღნიშვნას კი შეერთებული შტატები ახორციელებს.”- ამბობს პატრუშევი.

მისი თქმით, ამ დაბომბვის შედეგები თავისი მასშტაბით შეიძლება აღემატებოდეს ტრაგედიებს, რაც მოხდა ჩერნობილისა და ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურებზე.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანის, დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, რუსული ჯარები უზრუნველყოფენ სადგურის უსაფრთხოებას.

“ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ ჯარების გაყვანაზე. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მთავარზე – ვაიძულოთ უკრაინული მხარე შეწყვიტოს ობიექტების ბარბაროსული დაბომბვა სადგურის ტერიტორიაზე, რაც სავსეა ძალიან სამწუხარო და კატასტროფული შედეგებით.” – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

იმავდროულად, IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებში, არ არსებობს ინფორმაცია იქ “კრიტიკული სიტუაციების” შესახებ.

ბოლო დროს ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მუდმივად ექვემდებარება საარტილერიო დარტყმებს. უკრაინა რუს სამხედროებს სადგურის დაბომბვაში ადანაშაულებს, მოსკოვი ამტკიცებს, რომ დაბომბვას ახორციელებენ “უკრაინელი ნაციონალისტები” ელექტროსადგურის განადგურებისა და ბირთვული კატასტროფის გამოწვევის მიზნით.

კვირას ღამით, მორიგი საარტილერიო დარტყმის შემდეგ, სადგურზე ბოლო მომუშავე მეექვსე რეაქტორი გამოირთო.
მიუხედავად ატომური საშიშროებისა კრემლი კვლავ აგგძელებს სამხედრო ოპერაციას პრსკოვის თქმით “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი თავდაპირველად დასახულ მიზანს არ მიაღწევს.

“სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ თავდაპირველად დასახულ მიზანს არ მივაღწევთ. რა თქმა უნდა, სამხედროების ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ისინი სპეცოპერაციის ფარგლებში ახორციელებენ, უმაღლეს მეთაურს ეცნობება.

პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან და ყველა სამხედრო მეთაურთან არის სადღეღამისო კომუნიკაციაში. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს სხვაგვარად არ შეიძლება,” – თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button