სპეციალური საშვები ე.წ „ნარუშილოვკები“ გაუქმდა

სპეციალური საშვები იგივე „ნარუშილოვკები“ გაუქმდა. ამის შესხებ განცხადება მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა.
“მივიღე გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომ საშვები ძალა დაკარგულად გამოცხადდეს. საშვები ჩამოერთმევათ და გაუქმდება,”- განაცხადა მღებრიშვილმა.
მინისტრმა თქვა ისიც, რომ რამდენიმე დღეში ამოქმედდება ახალი საშვები და ის გამკაცრებული მექანიზმებით გაკონტროლდება, ასევე განისაზღვრება მისი ჩამორთმევის წესიც.