სპეცოპერაცია დასრულდა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დასრულდა კონტრტერორისტული ოპერაცია – ამის შესახებ ცნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასრურეს. ჯავშანტექნიკა ტერიტორიას ტოვებს.
ისნის რაიონში, სპეცოპერაცია თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ გვიან დაიწყო. სამართალდამცველებმა შტურმი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განახორციელეს.
სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა 1 სპეცრაზმელი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო ჯავშანტექნიკა, რომელიც სპეციალურად ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა სრულად იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია, სუს-ი და კრიმინალური პოლიცია.
ფოტო რადიო თავისუფლება