კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სპეცოპერაცია რუსთავი-თბილისის ავტობანზე

ამ წუთებში, რუსთავი-თბილისის ავტობანზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ტერიტორია, სადაც რამდენიმე მსუბუქი ავტომობილია გაჩერებული, ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან როგორც კრიმინალური პოლიციის, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.
სამართალდამცავებმა BMW-ს ტიპის, თეთრი ფერის ავტომობილიდან ნარკოტიკული საშუალებები და ფული ამოიღეს. თუმცა, ჩხრეკა კვლავ მიმდინარეობს.
ავტომობილის მძღოლი რუსთავის მკვიდრი არაა.
https://www.facebook.com/inforustavi/videos/753104648779062/