მნიშვნელოვანისაქართველო

სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს ბრალს წაუყენებენ

პანკისის ხეობასა და თბილისში დაკავებულ პირებს დღეს ბრალს წაუყენებენ. ყველა მათგანი მოდულის შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. დღის ბოლოს ისინი ადვოკატებმა მოინახულეს.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის მომხდარი მოულოდნელი იყო და აჰმედ ჩატაევთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ.

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში გუშინ გამთენიისას ჩატარდა. სუს-მა სულ 5 პირი დააკავა, აქედან ერთი თბილისში. ყველა მათგანს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

მსგავსი პოსტები

Back to top button