მნიშვნელოვანისიახლეები

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი დღეს პირველად გამოიყენა

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. დაახლოებით 00:30-ზე თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცრაზმელები, სპეცტექნიკის თანხლებით დაიძრნენ.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს კვლავ დაშლისკენ მოუწოდა და წყლის ჭავლი დღეს პირველად გამოიყენა.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენეს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების პერიოდში სპეცდანიშნულების რაზმმა ასევე რამდენჯერმე გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეი. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები პერიოდულად აკავებენ.

სამარტალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტიც დააკავეს, მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ტექნიკა და სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც აქტივისტებმა პარლამენტის შენობას პიროტექნიკა ესროლეს. პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ.

ცნობისთვის, თბილისში საპროტესტო აქციის მე-9 დღე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.

სახალხო დამცველის განცხადებით, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

“სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია”, – წერს ომბუდსმენი.

სპეცრაზმმა ცოტა ხნის წინ აქციის ძალადობრივად დაშლა დაიწყო, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

მსგავსი პოსტები

Back to top button