მსოფლიოსაქართველოსიახლეები
სპეცრეისები 30 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 6 სპეციალური რეისი დაინიშნა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნდებიან.
უწყების ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში ქვეყნის 8 372 მოქალაქე დაბრუნდა. სამინისტრო ასევე ამბობს, რომ 16 302 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ახლო მომავალში სპეციალური რეისები შემდეგი განრიგით განხორციელდება:
30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
1 მაისი – ვენა-თბილისი
2 მაისი – პრაღა-ბათუმი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი