მსოფლიოსაქართველოსიახლეები

სპეცრეისით, ლონდონიდან საქართველოში 120 მოქალაქე დაბრუნდა

ლონდონიდან სპეცრეისით გუშინ საქართველოში 120 ადამიანი დაბრუნდა. მათ შორის, სტუდენტები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები და ტრანზიტული მგზავრები. მოქალაქეებმა სამედიცინო შემოწმება აეროპორტშივე გაიარეს და საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 15 მაისს ამსტერდამი – თბილისის რეისი შესრულდება. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა ადგილზე დახმარება 20 ათას 218 მოქალაქეს აღმოუჩინეს, ხოლო სამშობლოში 10 ათას 780 მოქალაქე დაბრუნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button