სპორტი

ევერტონის ქომაგებმა რაფაელ ბენიტესს მუქარის წერილი დაუტოვეს

ლივერპულის “ევერტონის” ფანებმა ესპანელი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის სახლის წინ გამაფრთხილებელი წარწერა დატოვეს: “ვიცით, სადაც ცხოვრობ, არ მოაწერო”.მერსისაიდის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

საქმე იმაშია, რომ ბენიტესი მოლაპარაკებებს აწარმოებს ევერტონის ხელმძღვანელობასთან, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს არ მოეწონათ პრემიერლიგის გუნდის გულშემატკივრებს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ესპანელი სპეციალისტი მათ პრინციპულ მეტოქეს, ლივერპულს ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესს ლივერპულის გარდა უმუშავია ისეთ ძლიერ კლუბებში, როგორიცაა: რეალი, ნაპოლი, ჩელსი, ინტერი და ნიუკასლი. ასევე, თავის დროზე იგი რამდენიმე ესპანურ კლუბსაც წვრთნიდა.

2019 წლიდან რაფა ჩინეთის სუპერლიგის ბინადარ “დალიან პროს” თავკაცი იყო. მიმდინარე წლის დასაწყისში კი ჩინეთი პანდემიის გამო დატოვა. გადაწყვეტილება, ოჯახთან დიდი ხნით დროის გატარების მიზეზით იყო გამოწვეული.

მსგავსი პოსტები

Back to top button