სპორტი

კოპა ამერიკის თასის მფლობელი არგენტინა გახდა

28 წლიანი ლოდინის შემდეგ კოპა ამერიკის თასი არგენტინის საკუთრებაა. მსოფლიოს უდიდეს სტტადიონზე, ბრაზილიის “მარაკანაზე” ალბისიესტემ ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა.

ყველაზე გახარებული ახლა ლიონელ მესია, რომელმაც პირველად მიიღო სანაკრებო ტიტული. საგულისხმოა, რომ ბრაზილია ქმნიდა სახიფათო ვითარებას, თუმცა რეალუი საგოლე მომენტი ვერ შექმნა. მატჩის 22 _ე წუთზე არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევმა, ანხელ დი მარიამ შეხვედრის ერთადერთი და გამარჯვების გოლი გაიტანა ბრაზილიელთა კარში.

არგენტინამ კოპა ამერიკის ტიტული მე_15_ედ მოიგო და ამ მონაცემით ურუგვაის გაუთანაბრდა. ბოლოს, ტურნირი არგენტინამ 1993 წელს ბატისტუტას დუბლით, მექსიკის დამარცხებით მოიგო.

მსგავსი პოსტები

Back to top button