EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოშია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი საქართველოშია.

EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი, შედეგის მომტანი იქნება, როგორც მასპინძელი მხარისთვის, ისე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის.

ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე, EBRD-ის პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button