მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნების” ოფისს წითელი საღებავები და კვერცხები დაუშინეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოფისთან არიან შეკრებილები შენობას კვერცხები და წითელი საღებავები დაუშინეს. რასაც დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მოჰყვა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ პოლიციელებმა ინვენტარი წაართვეს, რისი საშუალებითაც ისინი პერფორმანსის მოწყობას აპირებდნენ.

აქციაზე დააკავეს რამდენიმე ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, თუმცა დაკავების მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებით, სხვადასხვა აქციები მას შემდეგ იმართება, რაც “TV პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

ლაშქარავას, რომელსაც 5 ივლისს მოძალადეებმა “სირცხვილიას” ოფისში სასტიკად სცემეს რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

შსს ოფიციალური, ე.წ “შუალედური დასკვნის” თანახმად, ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკებით ზედოზირება, რადგან სამინისტროს მტკიცებით, გვამზე ექსპერტიზის ჩატარების დროს სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება.

აქციაზე სდამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. შენობის სიახლოვეს მოხდა ყვითელი ავტობუსების განთავსებაც, რომელშიც პოლიციელები სპეციალური აღჭურვილობითა და ფარებით სხედან. 

ამ წუთებში (23:10 სთ) აქცია დაიშალა, ორგანიზატორებმა მოსახლეობას ხვალ, 13 ივლისს, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე მოუწოდეს მისვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button