მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბახმუტთან წინ წაიწიეს და დასახლებული პუნქტის ივანოვსკოეს ნაწილი დაიკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბახმუტთან წინ წაიწიეს და დასახლებული პუნქტის, ივანოვსკოეს ნაწილი დაიკავეს – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნული გვარდიის მე-4 ოპერატიული ბრიგადის პოლკოვნიკმა, სერგეი სიდორინმა განაცხადა.

უკრაინის არმიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბახმუტის მიმართულებით რუსეთის არმია აძლიერებს ძალისხმევას შეტევითი მოქმედებების განსახორციელებლად, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი მოწინააღმდეგესთან რვა სამხედრო შეტაკება მოხდა.

„ყველაზე ცხელი წერტილებია ივანოვსკოეს დასახლებები და ბოგდანოვკას სამხრეთით მდებარე ტერიტორია, სადაც, სამწუხაროდ, მტერმა ნაწილობრივი წარმატებას მიაღწია – მან დაიპყრო დასახლების ივანოვსკოეს აღმოსავლეთი გარეუბნები და აგრძელებს პოზიციების დაკავებას. მტერი თავდასხმის დროს იყენებს ავიაციას, ურტყამს როგორც ფრონტის ხაზს, ისე უშუალოდ ჩასოვ იარის დასახლებულ ზონას. სადაც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. მტერს აქვს უამრავი რეზერვი და აღჭურვილობა“, – განაცხადა სერგეი სიდორინმა.
ამასან რუსული არმია ზრდის სახმელეთო იერიშებისა და საჰაერო დარტყმების რაოდენობას ტავრიის (ხერსონის ოლქი) მიმართულებით, ხოლო უკრაინული ჯარები აძლიერებენ თავდაცვის ხაზს ავდეევკასთან ახლოს – განაცხადა 26 თებერვალს გენერალმა ალექსანდრ ტარნავსკიმ, ოპერატიული და სტრატეგიული ჯარების ჯგუფ „ტავრიის“ მეთაურმა.

“მტერი ზრდის საჰაერო დარტყმების რაოდენობას (45 გასული დღის განმავლობაში) და შეტევით ოპერაციებს (72 საბრძოლო შეტაკება – ყველაზე მეტი ბოლო ორი კვირის განმავლობაში). აგრესორმა ასევე განახორციელა 897 საარტილერიო შეტევა და 83 იერიში „კამიკაძე“ დრონებით”, – წერს ტარნავსკი თავის ტელეგრამის არხში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარინკის მიმართულებით, რუსეთის არმიამ 40-ჯერ სცადა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევა, ავდეევკასთან – 25-ჯერ, მახლობლად, ზაპოროჟიეში – 7-ჯერ.

როგორც გენერალი ტარნავსკის წერს, „რუსების შემდგომი წინსვლის თავიდან ასაცილებლად და მოწინააღმდეგისთვის უდიდესი დანაკარგების მიყენების მიზნით”, უკრაინელი სამხედროები აძლიერებენ თავდაცვას ავდეევკის მიმართულებით თვისსავე ცნობას გენერალმა ტარნავსკიმ დაამატა, რომ გუშინ ტავრიის მიმართულებით რუსეთის არმიის დანაკარგებმა (მოკლულებისა და დაჭრილების ) 447 ადამიანი შეადგინა. ასევე განადგურდა რუსეთის არმიის არაერთი სამხედრო ტექნიკა.

მანამდე დაჯგუფება „ტავრიის“ სპიკერმა დიმიტრი ლიხოვოიმ ჟურნალისტებს აცნობა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკან დაიხიეს ქალაქ ავდეევკის დასავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტ ლასტოჩკინოდან.უკრაინის სარდლობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის არმიის ავიაციისა და არტილერიის დახმარებით მიმდინარე ინტენსიური იერიშების გამო, “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე.”

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ ლასტოჩკინოდან უკან დაიხიეს, – ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული ჯარების ჯგუფის, „ტავრიას“ სპიკერმა, დიმიტრი ლიხოვმა განაცხადა.

„მოწინააღმდეგის ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი ქვედანაყოფები ახორციელებენ აქტიურ თავდაცვას, მოქმედებენ მანევრირებულად. ავდიივკა- მარინკას მიმართულება ყველაზე ცხელ მიმართულებად რჩება. ჩვენმა ჯარებმა ავდიივკას მიმართულებით მტრის 25 შეტევა მოიგერიეს, მარინკაში – 40. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის პერიოდში“, – აღნიშნა დიმიტრი ლიხოვმა.

მისი თქმით, უკრაინელების ლასტოჩკინოდან გასვლა ორლოვკა-ბერდიჩის დასახლებების ხაზის გასწვრივ თავდაცვის ორგანიზებისა და მტრის შემდგომი წინსვლის აღკვეთის მიზნით მოხდა.

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკან დაიხიეს სოფელ ლასტოჩკინოდან, რათა მოეხდინათ თავდაცვის ორგანიზება ორლოვკა-ბერდიჩის დასახლებების ხაზის გასწვრივ და თავიდან აეცილებინათ მტრის შემდგომი წინსვლა“, – განაცხადა ლიხოვმა.

ცნობისათვის, ლასტოჩკინო ავდიივკადან 6 კილომეტრში მდებარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button