
“ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრი” პროექტის “ლაგოდეხის ახალგაზრდული პლატფორმა ჩართულობისთვის” ფარგლებში, Flea Market-ს გამართავს.
ღონისძიება დღეს, 20 ოქტომბერს, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიმდებარედ, სასტუმრო “ვალდის” ეზოში გაიმართება და წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა კულტურისა და ტრადიციების ამსახველი ნიმუშები, ფოლკლორის, სამზარეულოსა თუ ეროვნული სამოსის სახით.
ღონისძიების მიზანია მოხდეს კულტურათაშორის დიალოგი, რომელიც ეროვნული ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებაში ადგილობრივ დონეზე და ხელისუფლებასთან დიალოგის დამყარებას, ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერებასა და დელეგატების- წარმომადგენლების დემოკრატიულად არჩევას. ასევე, ახალგაზრდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების კულტურულ და სამოქალაქო ჩართულობას მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმიანობასა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
პროექტი დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.