მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა – ვინ არიან ინფიცირებულები

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის ახალი 29 შემთხვევიდან, 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია, 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button