რეგიონი

3 წლის ბავშვმა, თამაშის დროს წამალი დალია და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა კახეთში- 3 წლის ბავშვმა, თამაშის დროს წამალი დალია და გარდაიცვალა.
შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში მოხდა.

მცირეწლოვანმა ბიჭმა, რომელიც 6 წლის დასთან თამაშობდა, ფსიქოტროპული პრეპარატი თამაშის დროს მიიღო.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი 4 აპრილის ღამეს, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი და-ძმა, სოფელ ახშანში ბებიასთან იზრდებოდა.
გარდაცვლილი მშობლების ოჯახშია გადასვენებული, სადაც საცხოვრებელ სახლს, რამდენიმე დღის წინ ქარმა სახურავი გადახადა და ამ დრომდე არ შეუკეთებიათ.

ბიჭის მცირეწლოვან დასთან და ბებიასთან კი, ფსიქოლოგები მუშაობენ.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ბავშვები ბებიას სოციალურმა სამსახურმა 2020 წელს გადასცა.

მცირეწლოვნების ოჯახიდან გაყვანის მიზეზი, მშობლების ალკოჰოლური სასმელისადმი მიდრეკილება და არასათანადო პირობებში ცხოვრება გახდა.
და-ძმას, მზრუნველად ბებია ჰყავდა დანიშნული

მსგავსი პოსტები

Back to top button