მსოფლიო

„ჩვენი სამყარო დიდ უბედურებაშია“ – ანტონიო გუტერეში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანტონიო გუტერეშმა ორგანიზაციის ასამბლეაზე კლიმატის ცვლილებებზე, ეკონომიკურ უთანასწორობასა და სხვა იმ აქტუალური საკითხების შესახებ ისაუბრა, რაც მსოფლიოს ქვეყნებს აწუხებს.

ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გუტერეშმა თქვა, რომ სამყარო დიდ უბედურებაშია.

„ჩვენი სამყარო დიდ უბედურებაშია. სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ უფრო ღრმავდება. საერთაშორისო საზოგადოება არ არის მზად ან არ სურს გაუმკლავდეს ჩვენი ეპოქის დიდ დრამატულ გამოწვევებს. ეს კრიზისები საფრთხეს უქმნის კაცობრიობის მომავალს და ჩვენი პლანეტის ბედს. ჩვენი სამყარო საფრთხის წინაშეა და პარალიზებულია“, – განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, ამ ძირითადი გამოწვევების დაძლევა თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

„მოდით ვიმუშაოთ როგორც ერთიანმა ერებმა და მსოფლიო კოალიციამ“, – დასძინა გუტერეშმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button