მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 12 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი დანაკარგი აქვს, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მიმართავენ დამატებით ზომებს თავდაცვის გასაძლიერებლად.
გარდა ამისა, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 5 და დონეცკის ოლქის 6 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტში.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის გრიანიკოვკას, ლუჰანსკის ოლქის ნევსკოეს, კრემენაიას, კუზმინოს, შილოპოვკას, ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის ფედოროვკას, პარასკოვიევკას, ბახმუტის, ვოდიანეს, მარინკას დას პობედას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში
გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 15 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 7 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ჩამოგდებულია ორი რუსული თვითმფრინავი, სუ-24 და სუ-25.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 139 080 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 14 თებერვლამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3286
ჯავშანტექნიკა – 6500
საარტილერიო სისტემა – 2299
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 466
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 234
თვითმფრინავი – 298
ვერტმფრენი – 286
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2011
ფრთოსანი რაკეტა – 857
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5155
სპეცტექნიკა – 218
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button