მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჟიტომირის რეგიონში ბელარუსიდან 24 რაკეტა ესროლეს

ქალაქ ჟიტომირის მერის, სეჰეი სუხომლინის ცნობით, დღეს დილით ჟიტომირის რეგიონში ბელარუსიდან 24 რაკეტა ესროლეს.

მერის ცნობით, მთავარი სამიზნე ქალაქის გარშემო არსებული სამხედრო შენობები იყო.

“დღეს დილით ჩვენ ყველამ გავიღვიძე ღამის აფეთქებების გამო. ჟიტომირის თავზე არაფერს გადაუფრენია. ჟიტომირის გარშემო სამხედრო დაწესებულებებს გაუხსნეს ცეცხლი. რაკეტები თვითმფრინავებიდან გაუშვეს, ისინი ბელარუსიდან მოვიდნენ. ჯამში 24 რაკეტა ესროლეს სამხედრო დანაყოფებს და ჟიტომირის გარშემო შენობებს” – აცხადებს სუხომლინი.

ჟიტომირის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუნეჩკო კი აცხადებს, რომ ჟიტომირის დაბომბვას 1 სამხედრო ემსხვერპლა, 1 კი დაიჭრა.

უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ ღამით შეტევა განხორციელდა ჩერნიჰივზე, ადმინისტრაციული ხელმძღვანელის ვიაჩესლამ ჩაუსის ცნობით, სოფელ დესნაზე რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.

გარდა ამისა რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი რიჰი კვლავ დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავებულია 60 წლის ქალი.

“ხანგრძლივი საჰაერო თავდასხმის მაფრთხილებელი სიგნალის ღამე. კრივი რიჰის რაიონი კვლავ ცეცხლის ქვეშაა. შიროკესა და ზელენოდოლსკის დასახლებები საარტილერო ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ, ზელენოდოლსკში 60 წლის ქალი დაშავდა”, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ.

მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, რუსულმა თვითმფრინავებმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში ბელარუსის ტერიტორიიდან მიიტანეს. აფეთქებები იყო კიევის, ჩერნიჰივისა და ჟიტომირის რეგიონებში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბელარუსიდან სარაკეტო თავდასხმების საფრთხე კვლავ არსებობს.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით კი უკრაინა, სავარაუდოდ, თავდაცვითი ძალების გადაჯგუფებებს ახორციელებს სევერდონეცკი-ლისიჩანსკის სექტორში, რუსული ჯავშანტრნსპორტი კი აგრძელებს სამხრეთ ღერძზე დაწინაურებას.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ივნისის დაწყებიდან რუსეთის მაღალმა სარდლობამ უკრაინასთან ომში მნიშვნელოვან ოპერაციული სარდლობის როლებს, სავარაუდოდ, რამდენიმე გენერალი ჩამოაშორა .

“მათ შორის არიან საავიაციო-სადესანტო ძალების (VDV) მეთაური, გენერალ- პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი და სამხრეთის ძალების ჯგუფის (SGF) მეთაური, არმიის გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი. დვრნიკოვი რაღაც პერიოდით ასევე, სავარაუდოდ მთლიანი ოპერაციის მეთაურის როლსაც ასრულებდა” – წერია განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, SGF-ის მხრიდან დონბასზე შეტევის ოპერაციის მეთაური სავარაუდოდ პოლკოვნიკ-გენერალი სერგეი სუროვიკინი გახდება. ბრიტანეთი იუწყება, რომ სუროვიკინის 30 წელზე ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ხშირი იყო მის მიმართ კორუფციისა და სისასტიკის ბრალდებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button