სააკაშვილმა კადრილი იცეკვა [Video]

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, რაიონულ ცენტრ კოდიმაში სტუმრობისას, ადგილობრივებთან ერთად მგზნებარე კადრილი იცეკვა.
ცეკვის ამსახველი ვიდეო საკკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა და აღნიშნა: “კოდიმის მშრომელმა ქალებმა მეც კი ამაცეკვეს”.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი კოდიმას რაიცენტრს ივან კუპალას დღესასწაულზე ესტუმრა, რომელიც ტურისტების მოსაზიდად გაიმართა.
როგორც ცნობილია, ივან კუპალას დღე ზაფხული ბუნიობის აღმნიშვნელი უძველესი ზეიმია, როდესაც აღმოსავლეთ და დასავლეთ სლავები ტრადიციის თანახმად, ბანაობდნენ, კოცონზე ხტებოდნენ და მკითხაობდნენ.