რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 481 ბავშვი დაიღუპა-ომის დაწყებიდან დღემდე 198 880 ოკუპანტი მოკვდა

14 მაისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 481 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 452-ზე მეტი არასრულწლოვანი, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში – 458
ხარკოვის ოლქში – 277
კიევის ოლქში – 128
ჩერნიგოვის ოლქში – 86
ლუგანსკის ოლქში – 67
მიკოლაევის ოლქში – 85
ხერსონის ოლქში – 97
ზაპოროჟიეს ოლქში – 89
დნეპროპეტროვსკის ოლქი – 69
ლასტროვის ოლქში – 68.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 198 880 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 14 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3756
ჯავშანტექნიკა – 7325
საარტილერიო სისტემა – 3116
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 562
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 314
თვითმფრინავი – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2696
ფრთოსანი რაკეტა – 970
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6018
სპეცტექნიკა – 404
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.