მნიშვნელოვანირეგიონი
სენაკში, პოლიციელის ცემის ბრალდებით, ახალგაზრდები დააკავეს

სენაკში, პოლიციელის ცემის ბრალდებით, რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს.
მათ სენაკის პოლიციაში ამ წუთებში კითხავენ.
ინციდენტი დღეს დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით,ფიზიკურ ძალადობას უარყოფს დაკავებულების ადვოკატი ლაშა ხოშტარია.
მისი თქმით, პოლიციელი თავად მივიდა შეკრებილ ახალგაზრდებთან, რასაც შემდგომ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-ს ცნობით,ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ცნობისთვის,სამართალდამცველი ქუთაისის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.