მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

TV პირველის აღმასრულებელი დირექტორი ღარიბაშვილს მიმართავს

,,ტვ პირველის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ბურჯანიძემ განცხადება გააკეთა, სადაც ამბობს, რომ ლექსოს გარდაცვალებამ ტელევიზია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა .ბურჯნაძე შსს მინისტრის მიმართვაში აღნიშნავს, რომ ის მედიას ვერ დააჩოქებს და რომ მედია აუცილებლად გაიმარჯვებს.

“ვუსამძიმრებ არა მარტო ჩვენს ტელევიზიას, არამედ მთელს საქართველოს. ლექსო შეეწირა თავის პროფესიას. არასოდეს არც ერთი ადამიანი, ამ პროფესიაში მომუშავე, არ უნდა დაიღუპოს მომავალში. ეს არ უნდა დავუშვათ და ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. ეს დიდი ბრძოლის დასაწყისია და ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოწვევის დასაწყისია. ასეთი გამეტებით, ასე ჩვენს მიმართ, არასოდეს უახლოეს ისტორიაში, არავის მოუქნევია მუშტი.

CNN ინტერვიუს რომ მართმევდა, მაშინ გავრცელდა ცხედრის კიბეზე ჩამოყვანის კადრები და ჟურნალისტი გაოგნებული მეუბნებოდა, ასეთი რამ არ მინახავსო. რატომ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სამარცხვინოა? ამ ბოროტი და უნიათო ხელისუფლების გამო ჩვენს ქვეყანას ჩირი მოეცხო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ქვეყანას ეს ჩირქი მოვწმინდოთ და წინ წავიდეთ. დასავლური ღირებულებებისკენ.

ბატონო პრემიერო და შსს მინისტრო, ლექსოს სახელით გეუბნებით, ვერ გაიმარჯვებთ, ვერ დაგვაჩოქებთ, სიბნელე ვერ გაიმარჯვებს” – განაცხადა ,,ტვ პირველის” აღმასრულებელმა დირექტორმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button