პირდაპირი ეთერი კოსმოსიდან ყალბი აღმოჩნდა

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელ ფეისბუქში კოსმოსიდან პირდაპირი ეთერი ვრცელდება. ეთერის მაყურებელი რამდენიმე ასეულ ათასს აჭარბებს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, პირდაპირი ეთერი ყალბია.

პირდაპირ ეთერს ფეისბუქში გვერდი Viral Usa და Unilad ავრცელებდა. ამ გვერდების ნახვები ჯამში 20 მილიონს ასცდა.

მასალა, რომელიც პირდაპირი ეთერის სახით გადაიცემებოდა, რამდენიმე წლის წინანდელია.

და რაც მთავარია, პირდაპირი ეთერი არ მიმდინარეობდა “ნასას” ოფიციალური გვერდიდან, რაც თავიდანვე საეჭვო დეტალი უნდა გამხდარიყო.

“ნასამ” ბიბისის უკვე დაუდასტურა რომ ეს არ იყო პირდაპირი ეთერი.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button