მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩინეთი გეგმავს, წარადგინოს სამშვიდობო ინიციატივა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოზიტიურ ფაქტად აფასებს ჩინეთის ინიციატივას, წარადგინოს სამშვიდობოო გეგმა უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ესპანეთის ლიდერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ზოგადი საკითხები ვიცი. დოკუმენტი არ მინახავს. ჯერ ზედმეტად ნაადრევია ამ დოკუმენტისთვის დიაგნოზის დასმა. ვფიქრობ, ზოგადად, თავად ფაქტი, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი და გარკვეული სიგნალის გაგზავნა, არ არის ცუდი. ეს არის პირველი ნაბიჯები და ეს ცუდი არ არის. დასკვნებს გავაკეთებთ, როდესაც კონკრეტიკას დავინახავთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ისურვებდა ჩინეთთან შეხვედრას. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ ჩინეთს ეს გზავნილი დიპლომატების დონეზე გადასცა.

არსებული ინფორმაციით, ჩინეთი გეგმავს, წარადგინოს სამშვიდობო ინიციატივა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავარი დიპლომატი 22 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა.

ამასთან ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩინეთიდან რუსეთში ლეტალური დახმარების არანაირი მიწოდებები არ გვინახავს, მაგრამ ვნახეთ იმის ნიშნებს, რომ ამას განიხილავენ და, შესაძლოა, ამას გეგმავენ”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ ჩინეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრია, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გაერო-ს ქარტიას არღვევს.

„ამ ქარტიის ძირითადი პრინციპია – პატივს სცემდე სხვა ერების ტერიტორიულ მთლიანობას და ასობით ათასობით სამხედროთი სხვა ქვეყანაში არ შეიჭრა. რა თქმა უნდა, ჩინეთი ამის ნაწილი არ უნდა იყოს”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button