მნიშვნელოვანისიახლეები

„უცხოელი აგენტების“ კანონს-მმართველი გუნდი აღარ მიუბრუნდება

„ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონს. ეს საკითხი დახურულია და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს! – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის კვლავ განხილვას გეგმავს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს კითხვა საქართველოს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებსაც აქვთ.

„ეს კითხვა მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ ჩვენი გუნდის სახელით მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონს. ეს საკითხი დახურულია და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button