მნიშვნელოვანისიახლეები

,,სპორტსმენები დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ უსამშობლო ადამიანებისგან,,-კობახიძე

,,ჩვენი ფეხბურთელების გვერდით ვიქნებით, როდესაც ისინი ჯგუფიდან გავლენ და ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან,,-კობახიძე

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი დღის განმავლობაში სპორტსმენები დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც 2 წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია „მოღალატეებად შერაცხეს“.
„ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ. ამ ზეწოლას უსამშობლო ადამიანები ახორციელებდნენ, რომლებმაც სულ რაღაც 2 წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს. შეგვიძლია ამოვიღოთ „ფეისბუქის“ “სქრინებიც” ვნახოთ რას საუბრობდნენ მაშინ და როგორ ზეწოლას ახორციელებენ ახლა. მტკიცებულებები გვაქვს, რომ ზუსტად იგივე ადამიანები არიან.
მე თითოეულ სპორტსმენს ვპირდები, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ვითარებაში მათ გვერდით იქნება. ჩვენი ფეხბურთელების გვერდით ვიქნებით, როდესაც ისინი ჯგუფიდან გავლენ და ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან, როდესაც ყველა ერთად ევროკავშირის წევრი გავხდებით.
გავიმეორებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, რომელიც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“ფეხბურთელებმა რა დაწერეს – “არა რუსულ კანონს”-ო არ დაუწერიათ. მერე ჩვენ რას ვიძახით – არ ვიძახით, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია? შეიძლება გულშემატკივრობენ [აქციის მონაწილეებს], რა მოხდა მერე. აქციაზე ქართველი ბავშვები და ადამიანები არ დგანან? როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდა მხარდამჭერები არიან ფეხბურთის გულშემატკივრები – ისე ისინიც არიან ფეხბურთელების გულშემატკივრები არიან. რა გინდა რომ მითხრა – ხვიჩა კვარაცხელია მაგათ [აქციის მონაწილეებს] უჭერს მხარს? ეს არის მაგათი ხერხი? – რომ გამოვიდნენ და იყენებენ ამას [ფეხბურთელების პოსტებს]. ჩემს ხელში გაზრდილები არიან. მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, იცის ჩემი აზრი, შენ ამ გულწრფელ სიტყვას, როცა იძახი, რომ ევროპაში მინდაო, ეს ნაძირალები გამოიყენებენ მეთქი. [ხვიჩა კვარაცხელია] უნდა გაემიჯნოს, რომ მისი აზრი მათ არ გამოიყენონ”
ამბობს რუსული ოცნების მხარდამჭერი, “ხალხის ძალის” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი.

თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასე გამოეხმაურა მერი ფეხბურთელების განცხადებებს, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონის განხილვის პარალელურად ვრცელდება.
„პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში. ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა! სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ“, – აცხადებს თბილისის მერი, რომელიც წლების წინ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრი იყო. ფეისბუკში ამ პოსტმა გამოქვეყნებიდან 20 წუთში 4,2 ათასი რეაქცია დააგროვა, მათი უმრავლესობა 2,5 ათასი – HaHa რეაქციაა, 2,2 ათასი კი – „მოწონება“. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები. ეს პოსტები დროში დაემთხვა ე.წ. აგენტების კანონის განხილვას, რომლის მიღებასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ და მას რუსულ კანონს უწოდებენ.

“ქართველი ფეხბურთელები „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ,” – ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა The Guardian წერს და “ოცნების” რუსულ კანონთან დაკავშირებით ფეხბურთელების განცხადებებს ეხმაურება.

“საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევრო 2024-ის, მისი პირველი დიდი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი მოიპოვა, Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ორი მომიტინგე სპეცრაზმის პირისპირ დგას და დააწერა Fuck Russia…

ეროვნული ნაკრების სხვა მოთამაშეებმა, მათ შორის იტალიის სერია A-ს “ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ესპანეთის ლა ლიგის “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ასევე გამოაქვეყნეს როგორც ჩანს, კოორდინირებული შეტყობინებები სოციალურ ქსელებში. ისინი წერენ: “საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს,” – წერს გამოცემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button