მსოფლიოსაქართველოსიახლეები

სპორტსმენის კლასტერი ზუგდიდში

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტი მოათავსეს.

საავადმყოფოს პრესსამსახურის ცნობით, პაციენტები იმ სპორტსმენის კლასტერიდან არიან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

სააავადმყოფოში აცხადებენ, რომ სამივე პაციენტი ზუგდიდელია. კვლევების ჩატარების შემდეგ გაირკვევა, გაიგზავნება თუ არა მათი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში.

სპორტსმენს კონტაქტი სამ მუნიციპალიტეტთან, ზუგდიდთან, წალენჯიხასთან და ჩხოროწყუსთან ჰქონდა. წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მას 16 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი, ნაწილი კი, ახლა გადაჰყავთ. ჩხოროწყუში კი განმარტეს, რომ პირდაპირი კონტაქტი მუნიციპალიტეტთან არ ჰქონია და ჯერ ჩაღრმავებული ეპიდკვლევის პასუხი ცნობილი არ არის.

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას ინფორმაციით, პაციენტს მუნიციპალიტეტში სამი კონტაქტი ჰქონდა.

ზუგდიდის ინფექციურ საავამდყოფოში მკურნალობას ორი პაცენტი გადის, რომელთაც კორონავირუსის დიაგნოზი აქვთ. ერთი ზუგდიდის სოფელ ზედაეწერიდანაა, მეორე კი, ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოდან.

საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 2 პაციენტი. გამოჯანმრთელებულია 36.

მსგავსი პოსტები

Back to top button