მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ომში კვლავ გრძელდება

ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, მთლიანობაში, ფინეთის სამხედრო დახმარება 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს.
“მადლობელი ვარ ფინეთის პრეზიდენტის. ფინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინა თავდაცვის ახალი პაკეტით უზრუნველყოს. საერთო ჯამში, ფინეთის სამხედრო დახმარება უკვე 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს.
ეს მხარდაჭერა აძლიერებს არამხოლოდ უკრაინას, არამედ ფინეთს და ევროპის უსაფრთხოებას. ვაფასებ ჩვენი შეთანხმების შესრულებას და ფინეთის პრინციპულ პოზიციას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის გზაზე უკრაინასა და მთელ ევროპაში”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, აღნიშნული მხარდაჭერა აძლიერებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ფინეთისა და დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებას. რას მოიცავს აღნიშნული დახმარების პაკეტი, ჯერჯერობით უცნობია.

ნიდერლანდები 2024 წლისთვის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 2 მილიარდ ევროს გამოყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი ავრცელებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ნიდერლანდების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ომში ურყევია.
“ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის დახმარებას. 2024 წლისთვის ხელმისაწვდომია 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება. ამ მნიშვნელოვანი თანხით ჩვენ მკაფიო სიგნალს ვაგზავნით: უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს,” – წერს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი “ტვიტერის” პირად გვერდზე.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თანხის ნაწილი ჰუმანიტარულ დახმარებასაც მოხმარდება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მთელი წლის განმავლობაში გაიზრდება.
“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მომავალ წელს უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გავუწევთ. ეს შეინარჩუნებს ჩვენს მხარდაჭერას უკრაინისადმი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – წერს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი.
ნიდერლანდების თავდაცვის უწყების თანახმად, აღნიშნული თანხა უკრაინის საჭიროებებს დაფარავს, რომელიც, მაგალითად, საბრძოლო მასალისა და უკვე მიწოდებული პლატფორმებისა და სისტემების მომსახურებაში არსებობს.
„ამგვარად ნიდერლანდებს სურს თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, რათა ქვეყანამ შეძლო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან თავის დაცვა. ასევე არსებობს უფრო ტექნოლოგიური აღჭურვილობის საჭიროება,” – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიდერლანდები უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას 2024 წელსაც გააგრძელებს.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკის საკითხებში, ჯეფრი პიატმა განაცხადა.
“შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 520 მილიონ დოლარზე მეტი უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. ვიცით, რომ კიდევ 500 მილიონი დოლარი გზაშია. ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად, ზამთარი და ზამთრის სიცივე გამოეყენებინა იარაღად, დარწმუნებული ვარ, ის მარცხს განიცდის”, – აღნიშნა პიატმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობასთან მუშაობს, რათა დეცენტრალიზებული ენერგეტიკული სისტემა განავითარონ, რომელიც ევროპასთან სრულად იქნება ინტეგრირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button