მნიშვნელოვანისაქართველო

სროლა გურჯაანში [აუდიო]

გურჯაანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რამაზ ქერეჭაშვილი რადიო ჰერეთს ეუბნება, რომ ცოტა ხნის წინ სროლა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის 19-ე საარჩევნო უბანზე.

ქერეჭაშვილის განცხადებით, სროლა მოხდა იმ დროს როდესაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, უბანზე გადაადგილდებოდნენ. მათ შორის იყო მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილიც.

ქერეჭაშვილის თქმით, საბჭოთა წარმოების „06“- ის მარკის ავტომობილიდან მათთვის უცნობმა პირმა ცეცხლასასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა, მომხდარი ფაქტი კი ოპოზიციის ავტომანქანის ვიდეო რეგისტრატორმა დააფიქსირა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციის დაშინებას ცდილობს და მათი სიცოცხლე უსაფრთხო არ არის.

რამაზ ქერეჭაშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button