კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სროლა ზუგდიდში – დაჭრილია ერთი პირი
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე სროლა იყო.
დაჭრილია მამაკაცი, რომელიც მაღაზია “ლიბრედან” გამოდიოდა. თვითმხილველების ცნობით, ის უცნობმა პირმა ორივე ფეხში დაჭრა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირეტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, მამაკაცს მარცხენა მუხლის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა და გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება.