მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სრულად აცრილი პატიმრები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ

სრულად აცრილი პატიმრები 27 სექტემბრიდან ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ.ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით ამ დროისთვის, მსჯავრდებულების 80% სრულად ვაქცინირებულია.

“სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს”, – აცხადებენ უწყებაში.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან პაემანზე,  მხოლოდ სრულად აცრილი პირები დაიშვებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button