მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 57 386 დანაშაული ჩაიდინეს

დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის სასაფლაოზე რუსებმა, თითქმის 30 000 ოკუპანტი დაკრძალეს

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 57 386 დანაშაული ჩაიდინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგისტრირებულია აგრესიისა და ომის 39 774 დანაშაული, აქედან 38 341 დანაშაული ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება, 73 – აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წარმოებას, 35 – ომის პროპაგანდას, 1325 კი – სხვა დანაშაულებს.

ასევე, დაფიქსირდა ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი 17 612 დანაშაული. აქედან 12 183 – უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაა, 1760 – სახელმწიფო ღალატი, 2815 – კოლაბორაციონისტული საქმიანობა, 218 – აგრესორი სახელმწიფოს დახმარება, 64 – დივერსია, 572 კი – სხვა სახის დანაშაული.

გარდა ამისა დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის სასაფლაოზე რუსებმა, თითქმის 30 000 ოკუპანტი დაკრძალეს. რუსები ქალაქს იყენებენ, როგორც ოკუპანტების, ბოევიკებისა და მობილიზებული ადამიანების დასამარხად, რომლებმაც ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები სამხრეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს. – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოკუპანტებმა შეიმუშავეს პრაქტიკა, რომ ცხედრები ბრძოლის ველიდან არ გაჰყავთ ამიტომ, ისინი დაკრძალულია ყირიმში ან ბრძოლის წინა ხაზზე მდებარე დასახლებებში.

როგორც მედია წერს, რუსებმა სევასტოპოლში სახლებიდან ასობით კილომეტრში, სამხედროები, წვევამდელები, ბოევიკები და დონბასიდან მობილიზებულები დამარხეს. ამ ტენდენციას კი დღემდე აგრძელებენ.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებული ოკუპანტების ნაწილი ბელარუსის გომელში, რუსეთში კურსკსა და ბელგოროდში დაკრძალეს. სამხრეთის კოლოსალურმა დანაკარგებმა კი ოკუპანტები აიძულა კიდევ ერთი სამარხი გაეთხარათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button