Stade de France-ის სტადიონთან სპეცოპერაცია ჩატარადა: რამდენიმე პოლიციელი დაიჭრა [Photo/video]

პარიზის გარეუბან სენ-დენიში, 18 ნოემბრის დილით, სროლა დაიწყო, – გვაცნობებს ფრანგული გაზეთი Liberation.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, რამდენიმე პოლიციელი დაიჭრა.

რადიოსადგურ RTL-ის მონაცემებით, სროლა Stade de France-თან ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების დროს, სენ-დენიში, ადგილობრივი დროით 4:25 საათზე დაიწყო.

თვითმხილველთა ცნობით, სროლა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ ჟან-ჟარეს მოედნის ტერიტორია ალყაში მოაქცია. ITele-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ რაიონის ერთ-ერთ სახლში 3 ეჭვმიტანილი მიიმალა. ოპერაციის ადგილზე სამხედრო ვერტმფრენი ბარაჟირებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, პოლიცია მეცხრე ტერორისტს ეძებს, რომელიც პარიზის ტერაქტშია ეჭვმიტანილი.

AFP-ის მონაცემებით, მეცხრე ტერორისტი, პარიზის რესტორნის სტუმრების დაცხრილვის ამსახველ ვიდეოზეა დაფიქსირებული. BBC განმარტავს, რომ ბოროტმოქმედი შავ ავტომობილში იჯდა და ხალხს იქიდან ესროდა. მოგვიანებით, მიტოვებული მანქანა პარიზის აღმოსავლეთით აღმოაჩინეს.

CNN გვაცნობებს, რომ პოლიციამ რამდენიმე მობილური ტელეფონი იპოვა, რომლითაც ტერორისტები სარგებლობდნენ. ტერორისტული იერიშის განხორციელების წინ, ერთ-ერთი ტელეფონიდან გაგზავნილი იყო მესიჯი: “Ok, ჩვენ მზად ვართ”.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23259″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button