მეცნიერებმა ვენერის ატმოსფეროში იდუმალი ტალღა აღმოაჩინეს [Photo/Video]

იაპიმურმა კოსმოსურმა აპარატმა, რომელიც ვენერის ორბიტაზე 2015 წელს გავიდა, პლანეტის ატმოსფეროში უცნაური მოვლენა აღმოაჩინა, – იუწყება Daily Mail.

ორბიტალურმა მკვლევარმა ზონდმა ვენერის ზედაპირიდან 60 კილომეტრის სიმაღლეზე უზარმაზარი რკალი დააფიქსირა, რომელიც 36 კმ/სიჩქარით მოძრაობს. მისი სიგრძე დაახლოებით 10 000 კილომეტრს შეადგენს.

“თანამედროვე გამოკვლევების მეშვეობით დადგინდა, რომ სტაციონარული გრავიტაციური ტალღები დიდი ზომისაა. გრავიტაციული ტალღები მზის სისტემის სხვა პლანეტებზე ადრეც დაფიქსირებულა, მაგრამ ვენერის რკალი ნამდვილად გიგანტური ზომისაა”, – განაცხადა ასტრონომმა მაკოტო ტაგუჩიმ.

იაპონელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პლანეტის ატმოსფეროში გიგანტური ტალღის შექმნა მისი ქვედა შრეების ლანდშაფტთან უქრთიერთქმედებამ გამოიწვია. იმ ადგილზე სადაც აღნიშნული მოვლენა დაფიქსირდა, ძალიან ბევრი მთაა.

[print_gllr id=51367]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button